GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დიმიტრი შაშკინმა წარჩინებული სამხედროები დააჯილდოვა
11:59 11.08.2012
დღის სიახლეები

მესამე ქვეითი ბრიგადის 31-ე და 33-ე ბატალიონის ISAF-ის მისიაში მონაწილე სამხედროები  სხვადასხვა სახის სახელმწიფო და უწყებრივი მედლებით დაჯილდოვდნენ.

ნატოს სამშვიდობო მისიაში მონაწილე 592 ჯარისკაცს სამშობლოს წინაშე გაწეული ღვაწლისთვის სპეციალური მედალი "სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობისთვის" გადაეცათ.

თავადაცვის სამინისტროს ინფორმაციით, ვახტანგ გორგასლის II ხარისხის ორდენით დაჯილდოვდა კაპიტანი პაატა ნაკანი, ხოლო კაპიტნებს ბორის ჩარქსელიანს, აკაკი ნადირაძესა და ზაზა გორგოძეს  ვახტანგ გორგასლის სახელობის III ხარისხის ორდენები გადაეცათ. მათ აღნიშნული ჯილდოები ავღანეთის ISAF-ის მისიაში არაერთი წარმატებული ოპერაციის  შესრულებისთვის მიენიჭათ.

წარმატებული სამხედროები თავად საქართველოს თავდაცვის მინისტრმა დიმიტრი შაშკინმა და შეიარაღებული ძალების გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობამ დააჯილდოვა.

ასევე დაჯილდოვდნენ ვიცე-პოლკოვნიკი შალვა ძინძიბაძე, ვიცე-პოლკოვნიკი დავით გვალია და უფროსი ლეიტენანტი გიორგი ჯალაღონია, მათ მედლები „მხედრული მამაცობისთვის“ გადაეცათ, ხოლო 23 სამედრო მოსამახურე სპეციალური მედლებით "საბრძოლო დამსახურებისთვის" დაჯილდოვდნენ, 43 სამხედროს კი უწყებრივი მედლები გადაეცათ.

როგორც დაჯიდოების ცერემონიალზე საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა,  სახელმწიფო ყოველთვის დააფასებს იმ სამხედროების ღვაწლს, რომლებსაც ხშირად საკუთარი სიცოცხლის ფასად, ISAF-ის მისიაში მონაწილეობით,  წვლილი შეაქვთ მსოფლიოს უსაფრთხოებისა და  ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
დავით მირცხულავა და ირაკლი იაშვილი ეკონომიკური გუნდის დაკომპლექტების შესახებ მოლაპარაკებებში მონაწილეობენ1
იუსტიციის სახლთან სტუდენტების საპროტესტო აქცია მიმდინარეობს2
ბაქრაძე: ჩვენ უნდა უზრუნველვყოთ, რომ წარსულის შემზარავი კადრები არასდროს ვიხილოთ3
ნატოს გენერალური მდივნის მოადგილემ ქართველ სამხედროებს მადლობა გადაუხადა4
სამსონ გუგავა ქუთაისის მოსახლეობას შეხვდა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X