კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის ადვოკატი
სანდრო ბარამიძე „ინტერნეტ.ჯი“-სთან საუბრისას ირწმუნება, რომ თანხა, რომლის
უკანონოდ შეწირვაშიც მის კლიენტს ადანაშაულებენ, ეკატერინა ხვედელიძეს სახლში აქვს.
მისი თქმით, საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც
ივანიშვილი უკანონო შემოწირულობების განხორციელებისთვის 20 243 827 ლარით
დაჯარიმდა, ყოველგვარ საფუძველსაა მოკლებული.
„სასამართლოს წარვუდგინეთ იმის დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომ
საკუთარი ანგარიშიდან გამოტანილი თანხა ივანიშვილმა მეუღლეს მიაბარა. ამ თანხას
ეკატერინა ხვედელიძე ინახავს“,- აცხადებს, ბარამიძე.
მისი თქმით, ივანიშვილი აღნიშნული ჯარიმის გადახდას არ აპირებს.
Internet.ge