GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
პუტინზე თავდასხმაში ბრალდებული დანაშაულს არ აღიარებს
12:19 13.08.2012
დღის სიახლეები

ადამ ოსმაევი, რომელსაც ვლადიმერ პუტინსა და რამზან კადიროვზე თავდასხმის მზადებაში ადანაშაულებენ, უარს ამბობს აღიარებაზე და აცხადებს, რომ სპეცსამსახურების ზეწოლის ქვეშ არის - წერს გაზეთი „იზვესტია“.

ხმაურიან საქმეში, რომლის გამოც 2011 წელს ოდესაში რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და ჩეჩნეთის ლიდერზე რამზან კადიროვზე თავდასხმის მზადებაში ეჭვმიტანილი ადამ ოსმაევი და ილია პიანზინი დააკავეს, ახალი დეტალები გაჩნდა. ოსმაევის წარმომადგენელი ამტკიცებს, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფმა უარი თქვა თავის პირველ ჩვენებაზე და ეს იმით ახსნა, რომ სპეცსამსახურების ზეწოლის ქვეშ იმყოფებოდა.

სერიოზული პრობლემები გაჩნდა ოსმაევის რუსეთში ექსტრადირების საკითხშიც: რუსულმა მხარემ ვერ წარადგინა შესაბამისი დოკუმენტაცია, რომ ოსმაევი რუსეთის მოქალაქეა. ვერ შეძლო ვერც მისი პიროვნების იდენტიფიცირება.

„ადამი სერიოზული წნეხის ქვეშ იყო. მას თავზე პაკეტს აცვამდნენ და სუნთქვის საშუალებას არ აძლევდნენ,“ - ამბობს ადვოკატი.

ოსმაევის მეუღლისა და იურისტის თქმით, ადამს ეშინოდა მამის გამო, რომელიც ოდესაში ცხოვრობს და რომელიც მასთან ერთად დააკავეს. ამის შემდეგ, სპეცსამსახურებმა, თითქოსდა, უმცროს ოსმაევზე ზეწოლა დაიწყეს, რომ მას საკუთარ თავზე აეღო პუტინსა და კადიროვზე თავდასხმის სამზადისი.

„მისი მოხუცი მამ ძალიან ავადაა. ამიტომ ადამმა აღიარებითი ჩვენება მისცა,“ - განაცხადა ადვოკატმა. მან არ განმარტა მიზეზები, რის გამოც დაკავებულმა თავისი პირველი ჩვენება შეცვალა და ეს იმით ახსნა, რომ არ აქვს უფლება გამოძიების მასალებზე საჯაროდ ისაუბროს.

Internet.ge


აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ფოტორეპორაჟი: კახა ლომაია "ქართული ოცნების" აქციაზე1
არასამთავრობო სექტორი სახალხო დამცველის კანდიდატურას დაასახელებს2
როგორ გავაწყოთ ლამაზად სააღდგომო სუფრა3
მთავრობა სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის 4 მილიარდ ლარს გამოყოფს4
რუსები აფხაზეთში ტანკ ტ-90-ის ეკიპაჟებს ამზადებენ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X