მთავრობის სხდომაზე "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" მიმდინარეობას გაეცნენ
დღეს გამართულ მთავრობის სხდომაზე პრემიერ–მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა "სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის" მიმდინარეობის
შესახებ ინფორმაცია მიიღო.
სამუშაოს მაძიებელთა აღრიცხვის პროგრამის ფარგლებში დადგინდა, რომ
საქართველოში უმუშევარი 763 ათასი ადამიანია. სამსახურის მაძიებელთა ბაზას 3
000 დასაქმების აგენტი ადგენს, რომლებმაც სპეციალური ტრენინგი გაიარეს.
აგვისტოს მეორე ნახევრიდან დაიწყება ბაზაში შეყვანილი პირების
სატელეფონო გადამოწმება, რათა მოხდეს მონაცემების სრულყოფა. ეს პროცესი
ოქტომბრის ბოლოს დასრულდება, რის შემდეგაც დასაქმების პოლიტიკის განსაზღვრა
მოხდება.
სხდომის დასრულების შემდეგ, მინისტრთა კაბინეტის წევრები გურიის
რეგიონში გაემგზავრნენ, სადაც ადგილობრივების პრობლემებს გაეცნობიან და მათ
მთავრობის ახალ, ოთხწლიან გეგმას გააცნობენ.
internet.ge