მერაბიშვილი: 8 თვეში 24 საათიან მომარაგებასთან ერთად ხარისხიანი დენის მიწოდებაც უნდა გვქონდეს
მერაბიშვილი ახალი მინისტრებისგან მაღალი ხარისხის ელექტროენერგიას
ითხოვს, ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გურიაში ფერმერებთან
შეხვედრაზე განაცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლებში საქართველოში ელექტროენერგიის მოხმარება 50 %
- ით გაიზარდა.
„გაიზარდა ასევე ქარხანა-ფაბრიკების მიერ ელექტროენერგიის მოხმარება. ამიტომ ვატყობთ რომ დენის ხარისხი
საკმაოდ დაბალია. ჩვენი ამოცანაა 8 თვეში გვქონდეს არა მარტო 24 საათიანი
მომარაგება, არამედ ხარისხიანი დენის მიწოდება“,- აღნიშნა მერაბიშვილმა.
internet.ge