პრეზიდენტმა იმერეთის მოსახლეობას მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო
10:05 14.08.2012
|
დღის სიახლეები
|
საქართველოს პრეზიდენტი იმერეთის რეგიონს ესტუმრა. სხვადასხვა სოფელში გამართულ შეხვედრაზე, მიხეილ სააკაშვილმა ადგილობრივებს სამომავლო გეგმებსა და ვარდების რევოლუციის შემდეგ განხორციელებულ ინფრასტრუქტურულ თუ სოციალურ პროექტებზე ესაუბრა.
ქვეყნის პირველმა პირმა ადგილობრივებს მთავრობის სამოქმედო გეგმა გააცნო და ყურადღება იმ სარეაბილიტაციო სამუშაოებზე გაამახვილა, რომლებიც ბაღდათსა და წყალტუბოში უახლოეს კვირებში დაიწყება.
იმერეთში მიხეილ სააკაშვილი პირველ ლედისთან, სანდრა რულოვსთან, ერთად იმყოფებოდა.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|