საქართველოს პრემიერ-მინისტრი ვანო მერაბიშვილი ოზურგეთში, ადგილობრივ
ფერმერებს შეხვდა.
პრემიერმა ფერმერებთან იმ ოთხწლიან სამოქმედო გეგმაზე ისაუბრა,
რომელიც მთავრობამ სოფლის მეურნეობის განვითარებისთვის შეიმუშავა.
მისი თქმით ქართველი ფერმერებისთვის მთავარ პრობლემას ბაზარი და
ნაწარმზე არასტაბიულური მოთხოვნა რჩება.
„დღემდე ცალკე აღებული ინდივიდუალური მეწარმე აგროვებდა საკუთარ
ნაწარმს და მიჰქონდა გასაყიდად უცხოურ ბაზარზე. ჩვენი ამოცანა არ არის ჩავანაცვლოთ ეს ბიზნესი, პირიქით, ჩვენი მიზანია
დავეხმაროთ გლეხს, შევიძინოთ მისი პროდუქტი და დავეხმაროთ მას დიდი ბაზრების ათავისებაში“,-
განაცხადა მერაბიშვილმა.
მისი თქმით სახელმწიფო კომპანია აღწერს პროდუქტს, ჩაიბარებს მას,
შემდეგ დააფასოვებს და მაღალი ხარისხის პროდუქტს მიაწვდის უცხოურ ბაზარს.
სახელმწიფო კომპანია ვანო მერაბიშვილის ინიციატივით შეიქმნა. მისი
მიზანი ქართული პროდუქციის საზღვარგარეთ ექსპორტია.
პროექტის ფარგლებში საქართველოს რეგიონებში პროდუქტის შემნახველი
კონტეინტერების მშენებლობაა დაგეგმილი.
internet.ge