GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"მემარჯვენეებმა" საარჩევნო პროგრამის ეკონომიკური ნაწილი წარადგინეს
17:10 14.08.2012
დღის სიახლეები

"ახალმა მემარჯვენეებმა" ფოთში  თავიანთი საარჩევნო პროგრამის "შეძლებული ოჯახი სოფლად და ქალაქად"  ეკონომიკური ნაწილი წარმოადგინეს.

როგორც "ახალი მემარჯვენეების"  ლიდერმა დავით გამყრელიძემ განაცხადა, პარტიას თავის ამოცანად მიაჩნია ქვეყანაში ისეთი ეკონომიკური და სოციალური პროგრამის გატარება, რომელიც შესაძლებლობას იძლევა  ყველა ოჯახი, როგორ სოფლად, ისე ქალაქად, შეძლებულად ცხოვრობდეს. ‘’მემარჯვენეების" პროგრამის მიხედვით ეს  ნიშნავს მინიმუმ 1000 ლარან შემოსავალს ყოველი ოჯახისთვის თვეში, რათა ოჯახის თითოეულ წევრს ჰქონდეს საშუალება იზრუნოს საკუთარ ჯანმრთელობაზე,  მიიღოს  განათლება თავისი  მისწრაფების შესაბამისად.

ამ მიზნის მიღწევას ‘’მემარჯვენეები" საკუთარი ეკონომიკური პროგრამის განხორციელების გზით აპირებენ, რომელიც გულისხმობს ბიზნესში  კონკურენტული გარემოს შექმნას და მონოპოლიების მოსპობას, მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის გზით სამუშაო ადგილების შექმნას,  სოფლის მეურნეობის განვითარებას.

პროგრამაში დაწვრილებით არის აღწერილი მცირე და საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის ფონდის საქმიანობის მექანიზმები, რომლის მეშვეობით 4 წლის განმავლობაში ქვეყანაში დამატებით 160 000 სამუშაო ადგილი შეიქმნება.  პროგრამის ეკონომიკური ნაწილის ავტორმა, "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთმა ლიდერმა ლევან კალანდაძემ აღნიშნა, რომ ეს პროგრამა იძლევა საშუალებას, მისი ამოქმედების შემთხვევაში მოიხსნას სამუშაო ადგილების დეფიციტის პრობლემა და მართლაც იქნას მიღწეული მინიმუმ 1000 ლარიანი შემოსავალი თვეში თითოეული ოჯახისთვის. "საქართველოში ბიზნესისთვის უსაფრთხო და პროგნოზირებადი გარემო არ არის შექმნილი, მცირე ბიზნესი დატერორებულია საგადასახადო გადაცდომებისთვის დაწესებული უზარმაზარი არაადეკვატური გადასახადებით, საგადასახადო კანონმდებლობა ისე სრაფად იცვლება, ბიზნესმენები ვერც იგებენ რა ცვლილელები განხორციელდა. ეს ყველაფერი ქვეყანაში უნდა დამტავრდეს"- განაცხადა ლევან კალანდაძემ.

პროგრამის წარდეგნას "ახალი მემარჯვენეების" ერთ-ერთი ლიდერი, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი მანანა ნაჭყებიაც ესწრებოდა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
ბზა- ფლორისტის რჩევები, საინტერესო ფაქტები და სასარგებლო თვისებები
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პარლამენტის თანამშრომელთა სტაჟირება იწყება1
ჰილარი კლინტონი ნიკა გილაურს ხვდება2
ქუთაისის პარლამენტში სამთავრობო საათი პარასკეობით გაიმართება3
სასამართლომ შპს ”აკა”-ს საქმის განხილვა დაასრულა4
გერმანიაში დაჭრილი საქართველოს მოქალაქის ოჯახს ჯერ კიდევ ვერ უკავშირდებიან5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X