საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე სერგი კაპანაძე ოკუპირებული რეგიონის ლიდერის ლეონიდ თიბილოვის განცხადებაზე
პასუხისმგებლობას რუსეთის ფედერაციას აკისრება.
კაპანაძე აცხადებს, რომ ის, რაც 2008 წელს ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ქართველების წინააღმდეგ განხორციელდა, კვლავ გრძელდება.
„ყველა
იმ მოვლენაზე, რომელიც ცხინვალის რეგიონში ხორციელდება, პასუხისმგებელი სწორედ რუსული მხარე და ოფიციალური მოსკოვია,“- განაცხადა საგარეო მინისტრის მოადგილემ.
თიბილოვის განკარგულებით, ცხინვალთან ახლოს მდებარე ქართული სოფლების სახელების შეცვლა და იქ არსებული სახლების დანგრევა იგეგმება.
internet.ge