GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცესკო ზაქარია ქუცნაშვილის ბრალდებებს პასუხობს
16:01 15.08.2012
დღის სიახლეები

ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ ბრალდებას გამოეხმაურა. ცესკომ ზაქარია ქუცნაშვილის საპასუხო განცხადება გაავრცელა რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„პოლიტიკური პარტიები მოგვმართავენ თხოვნით  საარჩევნო ოლქების და უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სიის გადაცემის თაობაზე.

საარჩევნო ადმინისტრაციამ უკვე მოახდინა ამომრჩეველთა ერთიანი სიის დაყოფა ოლქების მიხედვით და იმ საარჩევნო სუბიექტებისთვის გადაცემა ვინც კი ამგვარი თხოვნით მიმართა ცესკოს.

რაც შეეხება ამომრჩეველთა უბნებად დაყოფას, - ეს შრომატევადი პროცესია, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციის მხრიდან მნიშვნელოვან დროსა და ძალისხმევას მოითხოვს. ამასთან, საარჩევნო კალენდარი ითვალისწინებს გარკვეულ ვადებს საარჩევნო უბნების საზღვრების დაზუსტებისა და გასაჩივრებისთვის. ამიტომ, კანონმდებლობა ცესკოს აღნიშნული პროცესისთვის ვადას აძლევს არჩევნებამდე 34-ე დღემდე, ანუ 28 აგვისტომდე.

რამდენიმე საარჩევნო ოლქში გასაჩივრდა ზოგიერთი საარჩევნო უბნის საზღვარი და დღეისათვის არ არის დასრულებული კანონით განსაზღვრული პროცედურები, რის შემდეგაც საბოლოოდ დადგინდება უბნების საზღვრები.

ზემოთთქმულიდან გამომდინარე, დღევანდელი მდგომარეობით შეუძლებელია არსებობდეს საარჩევნო უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სიის დასრულებული ვერსია.

მიუხედავად იმისა, რომ ცესკოს კანონი არ ავალდებულებს, უბნების მიხედვით დაყოფილი ამომრჩეველთა სია მოზადებისთანავე ხელმისაწვდომი გახდება საარჩევნო სუბიექტებისათვის.

ამასთან, ცესკო მოუწოდებს ამომრჩეველთა სიის მონიტორინგით დაინტერესებულ ორგანიზაციებს მათ მიერ აღმოჩენილი ხარვეზები დროულად მიაწოდონ ამომრჩეველთა სიების დაზუსტების უზრუნველყოფის კომისიას ან ცესკო-ს, მიუხედავად იმისა თუ როდის დაიყოფა სია საარჩევნო უბნების მიხედვით“,- ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია „ქართული ოცნების“ წევრი ზაქარია ქუცნაშვილი ცენტრალურ საარჩევნო კომისიისგან  ამომრჩეველთა დაზუსტებულ სიას მოითხოვს.

როგორც ქუცნაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, კოალიციამ გუშინ ცესკო-სგან საარჩევნო ოლქების მიხედვით ამომრჩეველთა სიის მონაცემების გადაცემაზე უარი მიიღო. როგორც ქუცნაშვილმა აღნიშნა, უარის გამო კოალიციას არა აქვს საშუალება კომისიისა და „ქართული ოცნების“ მიერ ჩატარებული „კარდაკარის“ შედეგები შეადაროს.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პლენარულ სხდომას მხოლოდ ოპერატორები და ფოტოგრაფები დაესწრებიან1
ურჯუკაშვილისა და ზიბზიბაძის ლელოები საფრანგეთში2
პოლიციამ ადამიანის დაჭრაში ეჭვმიტანილი დააკავა3
პრეზიდენტმა შატილში დაზიანებული კომპლექსი მოინახულა4
შავი ზღვის სანაპიროზე წყალდიდობას 8 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X