GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ცესკო განცხადებას ავრცელებს
14:41 16.08.2012
დღის სიახლეები

ცენტრალური საარჩევნო კომისია ხარაგაულის მაჟორიტარი კანდიდატის, გიორგი გლუნჩაძის მიერ წარდგენილი სიების უზუსტობაზე განცხადებას ავრცელებს.

ცესკოს ინფორმაციით, 2012 წლის 10 აგვისტოს, №48 ხარაგაულის საოლქო საარჩევნო კომისიაში მაჟორიტარი კანდიდატის - გიორგი გლუნჩაძის საინიციატივო ჯგუფმა დასარეგისტრირებლად წარადგინა მხარდამჭერთა ხელმოწერები.

„კომისიამ ჯგუფის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტაციაში გადამოწმების შედეგად ხარვეზები აღმოაჩინა, რის შედეგადაც 67 ხელმოწერა გაბათილდა: 5 ხელმომწერიდან 1 გარდაცვლილი და ერთი გაორებული აღმოჩნდა, ხოლო სამი არ იყო ამ ოლქის ამომრჩეველი. სიაში მოცემულმა 62-მა პირმა კი განცხადებით მიმართა საოლქო საარჩევნო კომისიას, რომ ჯგუფის მიერ წარდგენილ მხარდამჭერთა სიებში არსებული ხელმოწერები მათ არ ეკუთვნოდათ.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საინიციატივო ჯგუფს აღარ ჰქონდა მხარდამჭერთა ხელმოწერების დადგენილი რაოდენობა (საინიციატივო ჯგუფმა უნდა წარმოადგინოს ოლქში არსებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის მხარდამჭერთა ხელმოწერების 1 პროცენტი, აღნიშნულ შემთხვევაში ჯგუფს 204 მხარდამჭერის ხელმოწერა უნდა წარმოედგინა). გიორგი გლუნჩაძეს ახალი ხელმოწერების წარდგენა 2 დღის ვადაში დაევალა, რომელიც მან წარმოადგინა დროულად.

ამომრჩევლებმა, რომლებმაც გიორგი გლუნჩაძის მიერ წარმოდგენილ მხარდამჭერთა სიაში საკუთარი ხელმოწერა გაყალბებულად მიიჩნიეს, საჩივარი პროკურატურაში  შეიტანეს. პროკურატურის  შუამდგომლობის საფუძველზე ზესტაფონის რაიონულმა სასამართლომ განჩინებით საოლქო საარჩევნო კომისიიდან  გლუნჩაძის კანდიდატის დასარეგისტრირებელად საჭირო ყველა  დოკუმენტაციის დედანი ამოიღო, მათ შორის ხელმომწერთა სიებიც. კანდიდატის რეგისტრაციის პროცესი შეჩერებულია სასამართლოს გადაწყვეტილებამდე“,- ნათქვამია განცხადებაში.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
თიბილოვი: ქართველებს ხელგაშლილები არ შევხვდებით1
მიხეილ სააკაშვილი ევროპის სახალხო პარტიის ყრილობაში მიიღებს მონაწილეობას2
ოლანდს ელისეის სასახლეში გადასვლა არ სურს3
პუტინი ოფიციალურად შეუდგა რუსეთის პრეზიდენტის მოვალეობის შესრულებას4
ბიძინა ივანიშვილი: კახი კალაძე ყველა მინისტრს გადაუსწრებს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X