საქართველოს
საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის, ნინო
კალანდაძის შეფასებით, საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ჯერ კიდევ გრძელდება.
ამის შესახებ განცხადება,
კალანდაძემ დღეს გამართულ ტრადიციულ ბრიფინგზე, 9 აპრილის მოვლენების გახსნებისას
გააკეთა.
კალანდაძის თქმით, 9 აპრილი
ქართული სახელმწიფოებრიობის განახლების სიმბოლოდ იქცა.
„პატივი მინდა მივაგო დაღუპულთა
ხსოვნას, რომელთაც საქართველოს დამოუკიდებლობისთვის თავი გასწირეს, ასევე, ზოგადად, დღევანდელ დღეს, რომელიც ქართული სახელმწიფოებრიობის განახლების სიმბოლოდ იქცა.
ეს არის ძალიან რთულად მოპოვებული დამოუკიდებლობა, რომლისთვისაც რამდენად პარადოქსულიც უნდა იყოს, დღეს კიდევ გვიწევს ბრძოლა", - განაცხადა კალანდაძემ.
1989 წლის
9 აპრილის
ტრაგედიიდან
დღეს 23 წელი შესრულდა. 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა, თბილისის ცენტრში, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის
შედეგად
21 ადამიანი
დაიღუპა და ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.
Internet.ge