„გავხსენით დიდებული კომპლექსი რაბათში, ვაშენებთ ბაგრატს, უახლოეს
დღეებში გავხსნით ფოთის აღდგენილ ტაძარს,
მესტიის ცენტრის რეაბილიტაციაც მოხდა, სულ მალე კი ჩემი დიდი ოცნების -
ლაზიკის მშენებლობას დავიწყებთ"- აღნიშნული განცხადება მიხეილ სააკაშვილს
ეკუთვნის.
საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლაზიკას მშენებლობა უახლოეს
დღეებში დაიწყება.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა ბაგრატზე ჯვრის აღმართვისას განაცხადა, ადრე
ჩინოვნიკები გუმბათზე ადიოდნენ იმიტომ, რომ წმიდა ჯვრები ჩამოეგდოთ.
„დღეს, დამოუკიდებელ საქართველოში,
ჩვენი მოვალეობა და პატივი ჩამოგდებული ჯვრების უკან დაბრუნებაა“,- აღნიშნა
მიხეილ სააკაშვილმა.
internet.ge