GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ელჩების სამუშაო ჯგუფი სპეციალურ განცხადებას ავრცელებს
10:56 19.08.2012
დღის სიახლეები

ელჩების სამუშაო ჯგუფი, რომელიც საქართველოში საარჩევნო გარემოსთან დაკავშირებულ პროცესებს აკვირდება, განცხადებას ავრცელებს. ჯგუფი ყველა პოლიტიკურ პარტიას მოუწოდებს დაიცვას ქცევის კოდექსით გათვალისწინებული ნორმები.

განცხადებაში ნათქვამია, რომ თავისუფალი და სამართლიანი საპარლამენტო არჩევნების უზრუნველყოფა ყველა პოლიტიკური პარტიის პასუხისმგებლობაა. ციტატა განცხადებიდან: 

"ელჩების სამუშაო ჯგუფი მოუწოდებს ყველა პარტიას დაიცვას 17-პუნქტიანი ქცევის კოდექსი, შემოთავაზებული "ეს შენ გეხება" კამპანიის ფარლებში; პატივი სცეს როგორც ცენტრალური საარჩევნო კომისიის მიერ ოფიციალურად დადგენილ არჩევნების შედეგებს, ისე იმ პროცესს, რომელიც დამოუკიდებელი საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების, უპირველესად კი ეუთოსა და ოდიარის შეფასებით, შეესაბამება საერთაშორისო სტანდარტებსა და ნორმებს". – ციტატის დასასრული. 

განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ სამოქალაქო-საზოგადოებრივ და დამოუკიდებელ სადამკვირვებლო ორგანიზაციებს უნდა ჰქონდეთ ზეწოლის და ჩარევის გარეშე საქმიანობის შესაძლებლობა. 

ელჩების სამუშაო ჯგუფი წერს, რომ მხარს უჭერს არჩევნების ყველა მონაწილისთვის თანასწორი შესაძლებლობების უზრუნველყოფის, მედიაზე თანაბარი წვდომისა და კანონის უზენაესობის ფუნდამენტურ პრინციპებს, მიესალმება "მასთ ქერის" და "მასთ ოფერის" კანონმდებლობაში ასახვას. 

ციტატა განცხადებიდან: "იმის გათვალისწინებით, რომ საქართველოს ზოგიერთ რეგიონში საკაბელო მაუწყებლობა შეზღუდულია, ელჩების სამუშაო ჯგუფი მიესალმება იმის განხილვას, თუ როგორ შეიძლება გაფართოვდეს თავისუფალი მედიის ხელმისაწვდომობა იქ, სადაც არ ხორციელდება საკაბელო მაუწყებლობა, განსაკუთრებით კი საქართველოს რეგიონებში", – ციტატის დასასრული. განცხადება ელჩების სამუშაო ჯგუფმა მედიასაშუალებებს დაუგზავნა. 

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ავტომობილის მფლობელთათვის ახალი ჯარიმა წესდება1
სააკაშვილი: ”ნაციონალური მოძრაობა” დაბრუნდება უფრო მეტი სიახლით, უფრო დიდი ძალით, მეტი იდეებით, ვიდრე ოდესმე, თავისი ისტორიის განმავლობაში2
თეა თუთბერიძეს შვილის მოკვლით ემუქრებიან3
პაატა დავითაია: აფხაზური და ოსური პასპორტების აღიარება დამოუკიდებლობის აღიარების ტოლფასია4
ლევან გაჩეჩილაძის შვილს აღმკვეთი ღონისძიების სახით 5000 ლარის გადახდა დაეკისრა5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X