რუსთავში, “ქართული ოცნების” აქციისთვის მზადება მიმდინარეობს. შარტავას
მოედანძე სცენის მონტაჟი დილიდან დაიწყო.
ამ დროისათვის ადგილზე იმყოფება კოალიციის საორგანიზაციო ჯგუფი,
რომლებიც ტექნიკურ სამუშაოებს ახორციელებენ. იგივე ჯგუფი უზრუნველყოფს ქალაქში ტრანსპორტის მოძრაობის დარეგულირებას, ეს პროცესი 15.00 საათიდან დაიწყება.
შეგახსენებთ,
რუსთვში „ქართული ოცნების“ აქცია 19:00 საათზე დაიწყება.
აქციაზე კოალიციის ლიდერი ბიძინა ივანიშვილი სიტყვით გამოვა და საზოგადოებას კიდევ ერთხელ მიმართავს.
ასევე ცნობილია, რომ დღევანდელ აქციას, არასამთავრობო ორგანიზაციებიც დააკვირდებიან.
Internet.ge