მიხეილ სააკაშვიული
მეჯიბრება და ცდილობს ჩამასწროს მისვლა იქ, სადაც დაგეგმილი მაქვს ამომრჩეველთან შეხვედრა.
ამის შესახებ რუსთავში მყოფმა ბიძინა ივანიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, პრეზიდენტი
ილუზიაშია, როცა რუსთავის აღმშენებლობაზე საუბრობს.
„სააკაშვილი გვარწმუნებს,
რომ ქვეყანას აშენებს და ხალხს ასაქმებს, ამის პარალელურად კი მთელი ქვეყანა ხარაჩოებშია
ჩასმული და შუა გზაზეა მიტოვებული მშენებლობები. სამშენებლო ბუმი წინასაარჩევნო პროგრამის
ნაწილია“,- აღნიშნა ივანიშვილმა.
„ქართული ოცნების“,
ლიდერმა ყურადღება გაამახვილა „ციცინათელაში“, ბათუმის დელფინარიუმსა და ურეკის აკვა-პარკში
ბოლო დროს განვითარებულ მოვლენებზე და აღნიშნა, რომ ხელისუფლებამ ამ ობიექტებში დასაქმებულთა
რაოდენობა გაზარდა და მათ ხელფასის სახით იმ თანხას უხდის, რომელიც კოალიციის ლიდერმა
ბიუჯეტში გადაიხადა.
„ციცინათელაში,
ბათუმის დელფინარიუმსა და ურეკის აკვა-პარკში ხელისუფლებამ ხალხი შეყარა და ჩემ ფულს
ურიგებს. ამ ობიექტებზე სარემონტო სამუშაოები შეწყდა, რამაც შეიძლება რაიმე უბედურება
გამოიწვიოს“,- აღნიშნა ივანიშვილმა.
Internet.ge