„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თბილისის საქალაქო ორგანიზაციის თავმჯდომარემ გიგი
უგულავამ და სამგორის რაიონის მაჟორიტარობის კანდიდატმა მიხეილ მაჭავარიანმა ლილოს დასახლებაში მდებარე ყველისა და
სხვადასხვა
სახეობის ნახევარფაბრიკატების მწარმოებელი საწარმო „ჩიიზკო“ დაათვალიერეს.
საერთაშორისო სანდარტების შესაბამისი საწარმო რამოდენიმე თვეა გაიხსნა და
საკუთარი ადგილი წარმატებით დაიკავა ქართულ ბაზარზე. „ჩიიზკოში“ 112 ადამიანია დასამებული და მათი
უმრავლესობა
ლილოს მოსახლეობას წარმოადგენს. კომპანიამ კადრების ნაწილი მერიის დასაქმების მსურველთა ბაზიდან შეარჩია. გიგი უგულავა და მიხეილ
მაჭავარიანი
საწარმოში დასაქმებულ პერსონალს გაესაუბრნენ და მათი
სამუშაო პირობებით დაინტერესდნენ.
საწარმოს დათავლიერების შემდეგ, გიგი უგულავა და მიხეილ
მაჭავარიანი
კალაუბნის ქუჩაზე მდებარე ჯანმრთელობის სამედიცინო ცენტრს ესტუმრნენ და კლინიკაში დასაქმებულ ექიმებს ჯანმრთელობის ხელმისაწვდომობაზე, კვალიფიციურ მომსახურებასა და
დაზღვევის მნიშვნელობაზე გაესუაბრნენ.
გიგი უგულავა ვარკეთილში სამგორის რაიონის მაჟორიტარის მოსახლეობასთან შეხვედრასაც დაესწრო და
მას მომავალ საპარლამენტო არჩევნებში წარმატება უსურვა.
internet.ge