დარჩიაშვილი: სააკაშვილისთვის საპარლამენტო არჩევნების წინ დებატების შეთავაზება სიბეცეა
„როგორც ჩანს ბიძინა ივანიშვილმა არც წინასაარჩევნო დებატების
სპეციფიკა იცის“,- ასე გამოეხმაურა
უმრავლესობის ერთ-ერთი წევრი დავით დარჩიაშვილი „ქართული ოცნების“ ლიდერის დღეს
გაკეთებულ განცხადებას, რომლის მიხედვითაც ბიძინა ივანიშვილმა საქართველოს
პრეზიდენტი და უმრავლესობა ტელე-დებატებში გამოიწვია.
დარჩიაშვილი განმარტავს, რომ რადგან საპრეზიდენტო არჩევნები არ არის
და არც ბიძინა ივანიშვილი გახლავთ პრეზიდენტობის კანდიდატი, მიხეილ
სააკაშვილისთვის აღნიშნული შეთავაზების გაკეთება მხოლოდ პოლიტიკური თამაშია, ან
პოლიტიკური სიბეცე.
„დავიწყოთ იქიდან, რომ ჩვენ უკვე აქტიურად ვართ ჩართული სხვადასხვა
არხზე მიმდინარე ტელე-დებატებში, ვსხედვართ ერთ მაგიდასთან „ქართული
ოცნების" წევრებთანაც. თუ ივანიშვილს სურს, რომ მასაც გავუწიოთ ოპონირება ამაში
პრობლემას ვერ ვხედავ. რაც შეეხება შემოთავაზებას, რომელიც მიხეილ სააკაშვილის
მისამართით გაკეთდა, ეს პოლიტიკური სიბეცეა. ივანიშვილმა უნდა იცოდეს, რომ
სააკაშვილი პრეზიდენტობას არ აპირებს და როგორც ვიცი, არც ივანიშვილი გეგმავს 2013
წლის საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობას, ამიტომ ეს განცხადება საფუძველს
მოკლებულია.
თუ „ქართული ოცნების“ ლიდერს საპარლამენტო არჩევნების წინ სურს
ქვეყნის პირველ პირს ედებატოს ეს საარჩევნო კანონის დარღვევაა“,- განმარტა დარჩიაშვილმა.
internet.ge