‘’ლეიბორისტები" ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ მოსწავლეებს სახელმძღვანელოების უფასოდ დარიგებას ჰპირდებიან
„ლეიბორისტული პარტია“ ამომრჩეველს, ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, სასკოლო ბიბლიოთეკებისა და უფასო სახელმძღვანელოებით
უზრუნველყოფას ჰპირდება.
აღნიშნული განცხადება პარტიის იდეოლოგიურმა
მდივანმა სოსო შატბერაშვილმა გააკეთა და აღნიშნა, რომ „ვარდების რევოლუციის“ შემდეგ
საქართველოში სკოლებისა და მოსწავლეების რაოდენობამ იკლო.
„კატეგორიულად მოვითხოვთ მთავრობისგან ყველა ბავშვს გაეგზავნოს ფოსტით სახელმძღვანელოების კომპლექტი, რათა ჩვენმა ბავშვებმა შეძლონ სწავლის დაწყება და გაგრძელება, ხოლო ხარჯები დაიფაროს ‘’ნაცმოძრაობის" საარჩევნო ფონდიდან“,- აცხადებს
შატბერაშვილი.
internet.ge