დავით გამყრელიძემ ბოლნისში „ახალი მემარჯვენეების“ მაჟორიტარობის კანდიდატი წარადგინა
„ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა დავით გამყრელიძემ ბოლნისის მაჟორიტარობის
კანდიდატად კობა ტოგონიძე წარადგინა.
პარტიის პრესსამსახურის ცნობით, კობა ტოგონიძე 2004 წლიდან პარტიის წევრია.
ის მცირე ბიზნესითაა დაკავებული.
„მე კარგად ვიცი რა პრობლემები აწუხებს ბოლნისის მოსახლეობას და ყველაფერს
გავაკეთებ ამ პრობლემების მოსაგვარებლად. ბოლნისს სჭირდება დასაქმებული ხალხი - თითო
საწარმო ყოველ სოფელში, აღდგენილი ინფრასტრუქტურა და მოძლიერებული სოფლის მეურნეობა
უნდა იყოს ბოლნისის განვითარების საფუძველი. ასე გახდება ყველა ოჯახი შეძლებული და
ძლიერი, როგორც სოფლად, ისე - ქალაქად“ - განაცხადა კობა ტოგონიძემ.
internet.ge