საქართველოს პრეზიდენტის განცხადებით, ლაგოდეხი სასოფლო-სამეურნეო
პროდუქტებით ვაჭრობის რეგიონალური ცენტრი უნდა გახდეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა კახეთში მიმდინარე და დაგეგმილი სმუშაოების
შეჯამებისას აღნიშნა, ლაგოდეხი ყოველთვის
ჩიხი იყო, თუმცა ახლა აზერბაიჯანულ მხარესთან მიღწეული კარგი ურთიერთობის ფონზე, ის
სამეურნეო ცენტრად უნდა იქცეს.
ლაგოდეხი ლოგისტიკური სავაჭრო ცენტრი უნდა იყოს არამარტო
სიღნაღისთვის, არამედ მთელი დანარჩენი საქართველოსთვის. ამის პოტენციალი არსებობს,
ჩვენ ასევე უნდა ვიმუშაოთ იმაზე, რომ მომავალში წნორი დავუკავშიროთ აზერბაიჯანს
რკინიგზის საშუალებით და ეს ორივე რაიონი სამეურნეო ცენტრებად ვაქციოთ,“-
განაცხადა სააკაშვილმა.
Internet.ge