ბათუმის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი პრეზიდენტმა ბათუმის
ბულვარში, მშენებარე საზაფხულო თეატრის შენობაში წარადგინა.
მიხეილ სააკაშვილმა გიორგი ბარამიძის დამსახურებებზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის ბათუმის მაჟორიტარობის ღირსეული კანდიდატია.
"საიდუმლოს არ წარმოადგენს, რომ ბათუმი ჩემთვის ყველაზე ძვირფასია, მე არცერთი კანდიდატი არ წარმოდგენია, ეს პირველი შემთხვევაა, ისევე როგორც ბათუმია განსაკუთრებული შემთხვევა. ეჭვიც არ მეპარება გამარჯვებაში, ამაზე არც ვფიქრობ, მაგრამ ჩვენ ჩვეულებრივად არ უნდა გავიმარჯვოთ. ისე უნდა გავიმარჯვოთ, რომ ჩვენ უწმიდურ მოწინააღმდეგეს გარედან, და ასევე მათ დამქაშებს აქ, რომელსაც უკვე ჩამოხსნილი აქვს ნიღაბი... რა თქმა უნდა ისინი დამარცხდებიან, მაგრამ ისინი არჩევნებისთვის არ ემზადებიან, ისინი ემზადებიან იმისთვის, რა მოხდება არჩევნების შემდეგ, ამიტომ ისე უნდა მოვიგოთ ეს არჩევნები, რომ აზრადაც არ მოუვიდეთ ხელის განძრევა და თავისი უწმინდური ხელებით რამის გაკეთება" - განაცხადა პრეზიდენტმა.
მიხეილ
სააკაშვილმა ლევან ვარშალომიძესთან და გიორგი ბარამიძესთან ერთად ქალაქის გარეუბნებიც
დაათვალიერა, სადაც სამომავლოდ ინფრასტრუქტურული სამუშაოები უნდა ჩატარდეს.
internet.ge