1 ოქტომბერს გასამართ საპარლამენტო არჩევნებს საქართველოში ეუთოს 400 მონიტორი დააკვირდება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ქართული სადამკვირვლებო ორგანიზაციის “სამართლიანი არჩევნები”-ს ხელმძღვანელმა
ნინო ლომჯარიამ, რიკარდო მილიორის თავჯდომარეობით ეუთოს დელეგაციასთან შეხვედრს შემდეგ განაცხადა.
დელეგაცია
თბილისში 20 აგვისტოს ჩამოვიდა და შეხვედრებს მართავს. დღეს
კი დელეგაცია შეხვედრებს პარლამენტსა და პარტიიების წარმომადგენლებთან გამართავს.
არასამთავრობო
ორგანიზაციებთან შეხვედრისას, ეუთოს მონიტორების და ადგილობრივი სადამკვირვებლო ორგანიზაციების მოქმედებების კოორდინირების სურვილი გამოითქვა.
“დელეგაციასთან
საუბარი იმ პრობლემებზე მიმდინარეობდა, რომელიც თავს წინასაარჩევნოდ იჩენს. ეს არის ადმინისტრაციული
რესურსის გამოყენება, ასევე კანონმდებლობასა
და მედიასთან დაკავშირებული პრობლემები და სხვა,”
– განაცხადა
ლომჯარიამ.
Internet.ge