„ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერის ინფორმაციით, კოალიცია „ქართული
ოცნების“ ლიდრის ბიძინა ივანიშვილის კუთვნილი ტელევიზია „მეცხრე არხი“ უარს ამბობს
იმ ვიდეორგოლის ეთერში გაშვებაზე, რომელიც ივანიშვილის კრიტიკას ეხება.
დღეს გამართულ ბრიფინგზე ჩიორა თაქთაქიშვილმა ტელეკომპანიას კიდევ
ერთხელ შეახსენა არხის შესაბამისი კანონმდებლობა.
ნაციონალური მოძრაობა გამოეხმაურა არასამთავრობო ორგანიზაცია
„საქართველო არ იყიდებს“-ს ინიციატივას და
გადავწყვიტეთ პარტიის სახელით განგვეთავსებინა ტელევიზიის ეთერში ის
სარეკლამო რგოლი, რომელიც ამ ორგანიზაციამ მოამზადა. საზოგადოემამ კარგად იცის,
რომ მეცხრე არხი ივანიშვილს ეკუთვნის და ის ახლოს დგას პოლიტიკურ ცხოვრებასთან,
თუმცა ჩვენთვის მოულოდნელი იყო უარი, რომელიც მივიღეთ. მიგვაჩნია, რომ არხის
მსგავსი საქციელი სცილდება ჟურნალისტურ სტანდარტებს“,- განაცხადა თაქთაქიშვილმა.
პრესსპიკერმა არხს მოუწდა გაითვალისეინონ შესაბამისი კანონის ნორმები, რომელშიც მისივე თქმით, ნათლად არის
გაწერილი თუ როგორ უნდა უზრუნველყოს ამა თუ იმ არხმა წინასაარჩევნო პერიოდში
საარჩევნო სუბიექტების მიერ წარდგენილი რგოლების განთავსება.
„ამ შემთხვევაში კლიპის ეთერში განთავსებაზე უარის თქმის მიზეზი
გახლდათ არხის მფლობელის კრიტიკა, რაც კიდევ ერთხელ მეტყველებს იმაზე რომ ბიძინა
ივანიშვილი არ არის მზად აიტანოს ქვეყანაში თავისუფალი მედია“,- განაცხადა
პრესსპიკერმა.
Internet.ge