გიგი უგულავამ „ნაციონალური
მოძრაობის“ ჩუღურეთის მაჟორიტარობის
კანდიდატ ანდრო ალავიძესთან ერთად, რაიონში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები
დაათვალიერა.
თბილისის მერის განცხადებით, იმის გამო რომ ჩუღურეთში თავის დროზე
კომუნიკაცის სისიტემები არ გამოიცვალა და ავარიული სახლები დროზე არ შეკეთდა ამ
უბანში ყველაზე მძიმე სიტუაციაა.
„მომავალი წელი ჩუღურეთის წლად გამოცხადდება, რაც იმას ნიშნავს, რომ
ძველი თბილისის რეაბილიტაციის მთავარი კომპონენტი ჩუღურეთზე უნდა გადიოდეს“,-
აღნიშნა უგულავამ.
თავის მხრივ ალავიძემ აღნიშნა, რომ ქვეყნის განვითარება თითოეულმა
უბანმა უნდა იგრძნოს.
მოსახლეობასთან შეხვედრის დასრულების შემდეგ უგულავამ მაჟორიტარობის
კანდიდატი მეუნარგოიას ქუჩაზე მცხოვრებ ამომრჩეველსაც წარუდგინა.
„ნაციონალურმა მოძრაობამ" დაამტკიცა, რომ შენება შეუძლია. ჩვენ
არასდროს დავბრუნდებით წარსულში. ჩვენი მიზანია არ დავუშვათ აშენებული დანგრევა და
არ დავუჩოქოთ მტერს“,- აღნიშნა უგულავამ.
მისი თქმით, განვითარება ყველა ოჯახს მალე შეეხება.
internet.ge