GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
დავით გამყრელიძემ მარნეულის მაჟორიტარობის კანდიდატად ისლამ ახუნდოვი წარადგინა
14:24 22.08.2012
დღის სიახლეები

 „ახალი მემარჯვენეების“ ლიდერმა  დავით გამყრელიძემ  მარნეულის მოსახლეობას  „ახალი მემარჯვენეების“ პროგრამული პრიორიტეტები გააცნო და მაჟორიტარობის კანდიდატი წარუდგინა.

პარტიის პრესსამსახურის ცნობით, ისლამ ახუნდოვი „ახალი მემარჯვენეების“ წევრია 2002 წლიდან. პარტიაში ახალგაზრდული ორგანიზაციიდან მოვიდა, სადაც სხვადასხვა დროს იყო გამგეობის წევრი და თავმჯდომარის მოადგილე. არის არასამთავრობო ორგანიზაციის „გურჯისტანის“ დამფუძნებელი და პრეზიდენტი.

„ისლამი ერთ–ერთი ძველი და ისტორიული აზერბაიჯანული გვარის წარმომადგენელია. დაბადებული და გაზრდილია თბილისში. ‘’ახალი მემარეჯვენეების" აქტიური და ერთგული წევრია. დარწმუნებული ვარ, დეპუტატად არჩევის შემთხვევაში, ისლამი კიდევ უფრო მეტის გაკეთებას შეძლებს არა მხოლოდ მარნეულისთვის, არამედ ქართველებსა და აზერბაიჯანელებს შორის მეგობრობის გამტკიცებისათვის,“ – აღნიშნა გამყრელიძემ.

"ახალ მემარჯვენეებში" გავიზარდე,  ახალგაზრდული ორგანიზაციიდან დავიწყე და უკვე პარტიის მაჟორიტარობის კანდიდატი ვარ მარნეულში. ძნელად წარმომედგინა თუ ასეთ ნდობას გამომიცხადებდნენ. მარნეულს რომ ჩემს ენერგიას, ჩემს შესაძლებლობებს მოვახმარ, ამის მტკიცება არ მჭირდება. არც იმის მტკიცება მჭირდება, რომ ორივე ერის შვილი ვარ - აზერბაიჯანელებისაც და ქართველებისაც. ვეცდები ამ ნდობას ორივე ერის მიმართ გაკეთებული საქმეებით ვუპასუხო",- აღნიშნა კანდიდატმა.

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ემზარ კვიციანის ოჯახი საქართველოში დაბრუნდა1
პარლამენტი მინისტრთა კაბინეტს ნდობას ხუთშაბათს გამოუცხადებს2
გოგა ხაჩიძე: უმრავლესობის ერთი ნაწილი სათაფლიის ნაკრძალშია დაბინავებული3
ბიძინა ივანიშვილმა მინისტრთა კაბინეტის ახალი წევრები დაასახელა4
ინგა გრიგოლია: პოლიტიკურ თოქ-შოუს გავაკეთებ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X