„მაინტერესებს ფული,
რომელიც ინფრასტრუქტურულ პროექტებზე იხარჯება შევარდნაძის დროს არ იყო, ხალხი
მაშინ ნაკლებს მუშაობდა?“- აღნიშნული განცხადება საქართველოს პრეზიდენტმა ხონში
სტუმრობისას გააკეთა.
მიხეილ სააკაშვილის თქმით, საქართველოში არსებობენ ყოფილი პრეზიდენტის
მმართველობის დროს გამდიდრებული ჩინოვნიკები, რომლებიც მმართველ გუნდს
ინფრასტრუქტურული და სამშენებლო პროექტების განხორციელების გამო საყვედურობენ.
„მაინტერესებს კომუნისტების დროს ის კურორტები არ არსებობდა, რომლებიც
ბოლო წლებში აღდგა, არსებობდა მაგრამ არ ამუშავებდნენ. იქ ძირითადად რუსი
ტურისტების მცირე ნაკადი ისვენებდა. მართლა მაინტერესებს ამას ეძახით უკეთესად
ცხოვრებას? ჩვენი მიზანი კი სხვაა ყველა კურორტი უნდა განვითარდეს და შემოსული
თანხა ისევ ხალხს მოვახმაროთ“,- აღნიშნა პრეზიდენტმა.
მისი თქმით, შევარდნაძის დროინდელ ჩინოვნიკებს ტურიზმის განვითარება
მხოლოდ იმიტომ არ შეძლოთ, რომ მათ ქვეყანაში შემოსული ფული ჯიბეში მიქონდათ.
internet.ge