GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
"ქართული ოცნების" წინააღმდეგ ჯარიმის შემდგომი აღსრულება გადაიდო
10:57 23.08.2012
დღის სიახლეები

აღსრულების ეროვნულმა ბიურომ კოალიცია "ქართული ოცნების" წინააღმდეგ ჯარიმის შემდგომი აღსრულება გადადო. ამის შესახებ ბიუროს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

უწყების ინფორმაცით, აღსრულების ეროვნული ბიურო, სააღსრულებო სამართალწარმოების შესახებ საქართველოს კანონის შესაბამისად, ახორციელებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილების აღსრულებას.

„აღნიშნული გადაწყვეტილების თანახმად, პოლიტიკური კოალიცია „ქართულ ოცნებაში" შემავალ მოქალაქეთა პოლიტიკურ გაერთიანებებს „საქართველოს რესპუბლიკური პარტია", „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო", „ეროვნული ფორუმი", „ჩვენი საქართველო-თავისუფალი დემოკრატები", „საქართველოს კონსერვატიული პარტია", „მრეწველობა გადაარჩენს საქართველოს" და ააიპ „საზოგადოებრივი მოძრაობა ქართული ოცნება", ჯარიმის სახით, სოლიდარულად დაეკისრათ 2 859 717 06 ლარის გადახდა.

დღეის მდგომარეობით, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ, კოალიციის ანგარიშების დაყადაღების გარეშე, აღსრულება განახორციელა 122,000 ლარზე, რაც დაკისრებული ჯარიმის მხოლოდ მცირე ნაწილია.

მიუხედავად ამისა, თავისუფალი და სამართლიანი არჩევნების უწყებათაშორისი კომისიის რეკომენდაციის გათვალისწინებით და კრედიტორ  - სახელმწიფო აუდიტის სამსახურთან კონსულტაციის საფუძველზე, აღსრულების ეროვნულმა ბიურომ მიიღო გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულების გადადების შესახებ.

აღსრულების ეროვნული ბიურო მიაწვდის საზოგადოებას  ინფორმაციას აღნიშნული სააღსრულებო წარმოების პროცესში გადადმული შემდგომი ნაბიჯების შესახებ“,- ნათქვამია განცხადებაში.

კოალიცია "ქართულ ოცნებაში" შემავალი პარტიების დაჯარიმების გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის ოქმის საფუძველზე მიიღო. მოსამართლე ილონა თოდუას გადაწყვეტილებით, აღნიშნული პარტიები 2 383 097 ლარით დაჯარიმდნენ. სააპელაციო სასამართლომ აღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
მიხეილ სააკაშვილი: კანონიერმა ქურდებმა საქართველოს საზღვარი არ უნდა გადმოკვეთონ (VIDEO)1
ივანიშვილი: დღეს პოლიცილები ქრთამს აღარ იღებენ2
„ამბასადორიალი 2012" დღეს დასრულდება3
„ქართული ოცნების“ პირველი ნომერი კახი კალაძეა4
იაპონიას ტაიფუნი დაატყდა თავს, ტაიფუნს ელოდებიან რუსეთშიც5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X