GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ეუთოს უმაღლესი კომისარი თიბილოვის გეგმებით შეშფოთებულია
13:54 23.08.2012
დღის სიახლეები

ეუთოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ნაციონალური უმცირესობების საკითხებში უმაღლესი კომისრის კნუტ ვოლებეკის განცხადება, სადაც შეშფოთებას გამოხატავს ცხინვალის მარიონეტული რეჟიმის გეგმების მიმართ, რომლის თანახმადაც ე.წ. სამხრეთ ოსეთში ქართული სოფლების დანგრევას აპირებენ.

„ასეთი გეგმები, თუკი ისინი განხორციელდება, გაანადგურებს იმ ეთნიკურად ქართულ სოფლებს, რაც სამხრეთ ოსეთში დარჩა,“ - განაცხადა ვოლებეკმა.

ის მოითხოვს, მარიონეტულმა რეჟიმმა დააზუსტოს თავისი განცხადება  არა ამარტო ქართული სოფლების, არამედ ქართველი მოსახლეობის მიმართაც.

ვოლებეკის თქმით, საერთაშორისო სამართლის თანახმად, ადგილნაცვალ პირებს უფლება აქვთ საკუთარ სახლებში დაბრუნდნენ და თუ მათი საცხოვრებლის დანგრევა მოხდება, ეს საერთაშორისო სამართლის მიხედვით, დანაშაული იქნება.

„მე მოვუწოდებ დე-ფაქტო ხელმძღვანელობას და შესაბამის მმართველობის ორგანოებს ამ მხარეში, პატივი სცენ გადაადგილებულ პირთა საკუთრების უფლებას და შეასრულონ საერთაშორისო ნორმებით გათვალისწინებული ვალდებულებები. განცხადებები, რომლებიც იმ ქართული სოფლების განადგურებას მოუწოდებს, სადაც ტრადიციულად ეთნიკური ქართველები ცხოვრობდნენ, ამ საკმაოდ არასტაბილურ რეგიონში პროვოკაციულ ხასიათს ატარებს და თუ ეს მართლაც მოხდება, რეგიონში ეთნიკური ქართველები აღარ დარჩებიან და ეს დანაშაულებრივი ნაბიჯი რეგიონში მშვიდობასა და სტაბილურობას შეუშლის ხელს,“ - ნათქვამია ეუთოს ოფიციალურ გვერდზე გამოქვეყნებულ განცახდებაში.

უმაღლესი კომისარი იმედოვნებს, რომ უახლოეს მომავალში ეწვევა ცხინვალს, რათა იქ არსებული სიტუაციის შესახებ უკეთესად შეიტყოს და ახალ ხელმძღვანელობას შეხვდეს.

შეგახსენებთ, ცოტა ხნის წინ მარიონეტული რეჟიმის ლიდერმა ლეონიდ თიბილოვმა განაცხადა, რომ ქართული სოფლები განადგურდება და ეს ტერიტორია საწარმოო ზონად გადაიქცევა.

internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
ლაშა შუშანაშვილი საპყრობილეში იმყოფება1
ნაციონალური მოძრაობის ყოფილმა წევრებმა ნიკა მელია, ფრაქციის თავმჯდომარეობიდან გადააყენეს2
მექსიკურმა ტელეკომპანიამ მფრინავი თეფშის ვულკანში ვარდნის კადრები გადაიღო (VIDEO)3
ფინანსთა მინისტრის მოადგილეების ვინაობა ცნობილია4
უგულავა: მე თავიდანვე ვთქვი და გავაკეთე განცხადება, მე ამას არ უარვყოფ5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X