GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
მანანა მანჯგალაძე: პრეზიდენტი გულისყურით ეკიდება ეუთოს მიერ გამოთქმულ მოსაზრებებს
10:51 24.08.2012
დღის სიახლეები

საქართველოს პრეზიდენტის პრესსპიკერმა მანანა მანჯგალაძემ, პრეზიდენტის სახელით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციას, რომელიც საქართველოში იმყოფება, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

პრეზიდენტის პრესსპიკერის მიერ გავრცელებული განცხადების თანახმად,  მიხეილ სააკაშვილსა და ეუთოს სადამკვირვებლო მისიას შორის შეხვედრა გაიმართა, რომელზეც მხარეებმა ისაუბრეს ქვეყნის მიერ წინგადადგმულ ნაბიჯებზეც და არსებულ ნაკლოვანებებზეც.

„საქართველოს პრეზიდენტი ჯერ კიდევ გაზაფხულზე გამოვიდა საერთაშორისო ორგანიზაციების, მათ შორის, ეუთოს გრძელვადიანი სადამკვირვებლო მისიის მოწვევის ინიციატივით. ეუთოს დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტთან გაიმართა შეხვედრა, რომელიც სრული ურთიერთგაგების ატმოსფეროში წარიმართა. შეხვედრისას, განიხილეს როგორც წინგადადგმული ნაბიჯები, ისე არსებული ნაკლოვანებები და მხარეებმა ამ ნაკლოვანებების აღმოფხვრის შესაბამისი გზებიც დასახეს.

მსურს აღვნიშნო, რომ საქართველოს პრეზიდენტი ღრმა პატივისცემით არის გამსჭვალული ბატონი რიკარდო მილიორის, ბატონი ტონინო პიცულასა და ეუთოს დელეგაციის სხვა წევრების მიმართ და გულისყურით ეკიდება მათ მიერ გამოთქმულ თითოეულ მოსაზრებას. აქვე მსურს, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოში თავისუფალი არჩევნების გამართვის საკითხზე თანამშრომლობა ეუთოსა და მის სადამკვირვებლო მისიასთან, ძალზე მნიშვნელოვანია“, - განაცხადა პრეზიდენტის პრესსპიკერმა. 

internet.ge 

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
პოლიციამ ლევან გაჩეჩილაძის შვილი დააკავა1
რიჩარდ ნორლანდი: ბათუმი ტოლერანტული განწყობის ერთ-ერთ ფლაგმანად მოიაზრება2
ეკა ბესელია: პირველივე კვირას პარლამენტში მნიშვნელოვანი საკითხების ინიცირება მოხდება3
პარლამენტის აპარატს ზურაბ მარაქველიძე უხელმძღვანელებს4
მაღაროელებმა ხელმოწერების შეგროვება დაიწყეს5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X