„ქრისტიან-დემოკრატიული მოძრაობის“ გლდანის
მაჟორტარობის კანდიდატი ინგა გრიგოლია აცხადებს, რომ ის თითოული გლდანელის
მეგობარი ხდება, ამიტომ დღეიდან გრიგოლიას პირადი ნომერი ყველასთვის საჯარო გახდა.
„გადავწყვიტე ჩემი პირადი ნომერი საჯაროდ
გამოვაცხადო, რომ ჩემს ყველა მხარდამჭერს ჰქონდეს საშუალება ყოველგვარი
თანაშემწეების გარეშე დამიკავშირდეს და გამიზიაროს საკუთარი გასაჭირი, პრეტენზია
თუ შენიშვნა“ - განაცხადა გრიგოლიამ ახმეტელის თეატრში გლდანის მოსახლეობასთან
შეხვედრისას.
ნომერზე 577 10 00 11 გლდანის მაჟორიტარობის კანდიდატთან დაკავშირება ნებისმიერ ამომრჩეველს შეეძლება.
"შეგიძლიათ 24 საათის განმავლობაში გადაამოწმოთ, ეს ნომერი არ გაითიშება“,- აღნიშნა
ინგა გრიგოლიამ "ინტერნეტ.ჯი"- სთან საუბრისას.
internet.ge