როგორც ორგანიზაცია GQR-ში აცხადებენ, ახალი შეფასებები სრულ შესაბამისობაშია NDI-სა და IRI-ს ახლახანს გამოქვეყნებულ კვლევების შედეგებთან, რომელთაგანაც ორივე აჩვენებს
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მნიშვნელოვან ორნიშნა უპირატესობას.
„არის მხოლოდ
ერთი კვლევა,
რომელიც ამ
კვლევებისგან განსხვავებულია. პენ შონ
ბერლანდმა (PSB), რომლის
თანამშრომელმაც განაცხადა,
რომ ეს ფირმა მუშაობს
ივანიშვილისათვის, გამოაქვეყნა მონაცემები, რომელიც მიმართულია, რომ აჩვენოს ივანიშვილის "ქართული ოცნების“
უპირატესობა "ერთიანი
ნაციონალური მოძრაობა“-ზე 42-41%-ით.
PSB
ამტკიცებს, რომ
მისი შედეგები
თანმხვედრია NDI-ს კვლევის შედეგებთან - თუკი ვივარაუდებთ, რომ ყველა იმ 18%-ს ამომრჩევლებსა, რომელთაც
NDI-ს კვლევაში
უარი განაცხადეს პასუხზე
თუ ვის
მისცემენ ხმას, მივაკუთვნებთ ივანიშვილის ფარულ
მხარდამჭერებს. GQR-ს ახალი კვლევა აჩვენებს, რომ ეს
არ არის დასაბუთებული ვარაუდი, რამდენადაც
GQR-ის კვლევაში,
სავარაუდოდ, არჩევნებში მონაწილე ამომრჩევლებს შორის, რომლებიც უარს აცხადებენ პასუხის გაცემაზე, მხოლოდ 4%-მა გამოხატა ივანიშვილის მიმართ უფრო მაღალი კეთილგანწყობა ვიდრე სააკაშვილის მიმართ. თუკი ყველა ეს ამომრჩეველი ნამდვილად იქნებოდა "ქართული ოცნების“ ფარული მხარდამჭერი, მაშინ ეს მაჩვენებელი საგრძნობლად მაღალი იქნებოდა. სინამდვილეში, სააკაშვილისადმი კეთილგანწყობის რეიტინგი ამ "უარი პასუხზე“ ამომრჩევლებს შორის უფრო მაღალია, ვიდრე ივანიშვილის“,-
ნათქვამია განცხადებაში.
internet.ge