ცენტრალური საარჩევნო კომისია სპეციალურ განცხადებას ავრცელებს, რომლითაც საარჩევნო
სუბიექტებსა
და ყველა დონის საარჩევნო კომისიის წევრებს შეახსენებს, რომ საარჩევნო კოდექსის თანახმად, საარჩევნო კომისიის წევრს არ აქვს წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევისა და წინასაარჩევნო აგიტაციაში მონაწილეობის უფლება.
დღეს გავრცელებულ განცხადებაში ცესკო ასევე განმარტავს, რომ კომისიის წევრების მიერ რომელიმე საარჩევნო სუბიექტის საარჩევნო სიმბოლოებიანი მაისურების, კეპის ან სხვა სახის ატრიბუტიკის ტარება და მითუმეტეს, ამგვარი ატრიბუტიკით კომისიის სხდომებზე დასწრება, წინასაარჩევნო აგიტაციას წარმოადგენს.
აღნიშნული
წესის დარღვევა 2 ათასი ლარის ოდენობით დაჯარიმებას
გამოიწვევს.
internet.ge