საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, დღეს, მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილ უპილოტო მანქანას პირველად გამოცდიან.
ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა პარლამენტში ყოფნისას გააკეთა, სადაც ქართული პროდუქტის „დიდგორის“ და „ლაზიკას“ შემქმნელებს სახელმწიფო ჯილდოები გადასცა.
“ჩვენ ორი ბრწყინვალე მანქანა შევქმენით და პირველად უნდა გამოვცადოთ მაღალი ტექნოლოგიებით შექმნილი ჩვენი უპილოტო მანქანა. კიდევ ძალიან ბევრი ტექნოლოგია გვაქვს გათვალისწინებული,
რომელიც ქართველი სამხედროების და ინჟინრების ხელით იქმნება”,- განაცხადა პრეზიდენტმა.
მხეილ სააკაშვილის თქმით, იყო პერიოდი, როდესაც ძალიან გაუჭირდა ქვეყანას, მაგრამ ქართველმა ხალხმა ყველას დაანახა, რომ ქართველი არც ინტელექტით და არც შრომის უნარით მეორე ხარისხოვანი არ არის.
Internet.ge