„ახალი მემარჯვენეების“ ერთ-ერთი ლიდერის ფიქრია ჩიხრაძის
განცხადებით, ოპოზიციური წარმომადგენლების ნაწილმა პოლიტიკურ პასუხისმგებლობას
მილიონი ლარი ამჯობინა. მისივე თქმით, ეს ის ყბადაღებული მილიონი ლარია, რომლის გამოც
ზოგმა ოპოზიციურმა პარტიამ „მემარჯვენეები“ გააკრიტიკა და კოლეგებმა "ახალი
მემარჯვენეების წინააღმდეგ სრულიად უპასუხისმგებლო, ბინძური და ცილისმწამებლური კამპანია აწარმოეს“.
„ყველამ კარგად გაიგოს და დაიმახსოვროს – ჩვენ, "ახალი
მემარჯვენეები“ ვართ ის პოლიტიკური ძალა, რომელსაც პრინციპული ბრძოლაც შეუძლია, გონივრულ პოლიტიკურ კომპრომისზე წასვლაც და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებების მიღებისას პასუხისმგებლობის საკუთარ თავზე აღების უნარიც აქვს. სამწუხაროდ, ჩვენმა კოლეგებმა პასუხისმგებლობის
აღებას პირდაპირ მილიონის აღება ამჯობინეს,“-განაცხადა ჩიხრაძემ.
Internet.ge