კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით,
მან პოლიტიკაში მოსვლის შემდეგ, აქციაზე გამოსვლისას, რაჭაში პირველად მოახერხა ბოლომდე
გახსნილიყო ხალხთან.
მისი თქმით, ის გუშინ ლეჩხუმში ერთ-ერთ ოჯახში იყო, სადაც „ბახუსში
შევიდა" და დღეს საღამოსაც იგივეს აპირებს.
„ამ სილამაზის აღქმას რაც არის, აუცილებლად ბახუსი სჭირდება და მე ეს
მოვახერხე გუშინ ლეჩხუმში ყოფნისას. ძნელია ამ ქვეყნის და კუთხის სილამაზის
აღსაწერად სიტყვები გეყოს. დღეს საღამოსაც ვაპირებ იგივეს, რადგან ამ სილამაზით
ძალიან დავიჩაგრე. დღეს პირველად მოვახერხე გახსნა, რაც პოლიტიკაში მოვედი და
ახლაც თითქოს შემომიბრუნდა. ჩვენ გავაკეთებთ იმაზე მეტს ვიდრე ეს საჭიროა“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
Internet.ge