კოალიცია „ქართული ოცნების“ ლიდერის ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, მას
უმწიკვლო წარსული აქვს და პოლიტიკაში ყოფნის პერიოდშიც ასე გაგრძელდება.
ამის შესახებ განცხადება, ივანიშვილმა დღეს, რაჭაში აქციის დროს სიტყვით
გამოსვლისას გააკეთა.
მისი თქმით, ცივილიზებული სამყარო მათ მხარესაა. არჩევნების გაყალბება
კი ვეღარ მოხერხდება და 1 ოქტომბერს „ქართული ოცნება“ აუცილებლად გაიმარჯვებს
არჩევნებში და შეცვლის ხელისუფლებას.
„ბედავენ იმის თქმას, რომ მე რუსეთის სამსახურში ვდგავარ, ეს უტიფარი
ტყუილია. მე გპირდებით და სიტყვას გაძლევთ, ჩემ წარსულში ერთ შავ ხაზს ვერ მიაგნებენ, რადგან მე სინდისით მიცხოვრია და ასე გაგრძელდება“,-
განაცხადა ივანიშვილმა.
მისივე თქმით, მათი ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ ოპოზიციასაც
ღირსეული პატივისცემა ექნება.
internet.ge