პაატა ჯიბლაძე: უცილებელია ყველა ახალგაზრდას უფასოდ განათლების მიღება შეეძლოს
14:32 28.08.2012
|
დღის სიახლეები
|
„ლეიბორისტული პარტია“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, განათლების სისტემაში ცვლილებებს შეიტანს.
ამის შესახებ, დღეს, გამართულ ბრიფინგზე პარტიის აღმასრულებელმა მდივანმა პაატა ჯიბლაძემ განაცხადა - „ლეიბორისტების“ ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ საქართველოს კონსტიტუციის 35-ე მუხლის მე-3 პუნქტში ცვლილებები შევა. კერძოდ, 35-ე მუხლში ამდაგვარი ცვლილება შევა - „მოქალაქეებს უფლება აქვთ კანონით დადგენილი წესით, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით მიიღონ პროფესიული და უმაღლესი განათება“.
„ანუ სახელმწიფოს დაფინანსება შეიცვლება, სახელმწიფოს სრული დაფინანსებით“,- განმარტა პაატა ჯიბლაძემ.
მისივე განცხადებით, ერის მომავალი და გადარჩენა განათლებაზეა დამოკიდებული. ჯიბლაძის თქმით, აუცილებელია ყველა ახალგაზრდას შეეძლოს უფასოდ განათლების მიღება.
internet.ge
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|