GE / EN
საინფორმაციო პორტალი
პოლიტიკა
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
10:21 16.10.2012
“ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე ფრაქციას შექმნის
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ რამდენიმე საპარლამენტო ფრაქციას შექმნის. ამ დროისათვის უცნობია ფრაქციის ხელმძღვანელი პირების ვინაობა და ფრაქციების რაოდენობა.
10:15 16.10.2012
"ქართული ოცნება“ პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის
კოალიცია "ქართული ოცნება“ პარლამენტში სამ ფრაქციას შექმნის. კოალიციის წევრის, დავით საგანელიძის განცხადებით, არ არის გამორიცხული კიდევ რამდენიმე ფრაქცია შეიქმნას.
19:05 15.10.2012
ვანო მერაბიშვილი: „ნაციონალური მოძრაობა“ თანამედროვე, ახალი ტიპის პარტია გახდება
„ნაციონალური მოძრაობა“ თანამედროვე, ახალი ტიპის პარტია გახდება, რომელიც მყარი დემოკრატიის შექმნას ჩაუყრის საფუძველს. მე მაქვს გეგმა, ჩემს მეგობრებთან ერთად, შევქმნათ ახალი თანამედროვე პარტია“,- განაცხადა მერაბიშვილმა.
19:01 15.10.2012
დავით ბაქრაძე: „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ოპოზიცია არასოდეს იქნება
„ნაციონალური მოძრაობა ქვეყნის ოპოზიცია არასოდეს იქნება. 8 წლის განმავლობაში ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი, რაც შეგვეძლო ქვეყნის წარმატებისთვის გაგვეკეთებინა ხელისუფლებიდან“,- განაცხადა ბაქრაძემ.
19:00 15.10.2012
ვანო მერაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ გენერალური მდივანი იქნება
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პარტიის გენერალური მდივნის თანამდებობაზე ის ვანო მერაბიშვილის კანდიდატურას უჭერს მხარს. ამის შესახებ განცხადება, პრეზიდენტმა თანაპარტიელებთან შეხვედრისას გააკეთა.
18:47 15.10.2012
მიხეილ სააკაშვილი: ჩვენი ამოცანა ახალი მთავრობისთვის ხელის შეშლა არ არის
„ჩვენ მათ ვუტოვებთ კარგად ფუნქციონირებად ინსტიტუტებს, ინფრასტრუქტურას და მათ ეს ყველაფერი უნდა გამოიყენონ. არ გაგვიხარდება ახალი მთავრობის არც ერთი მარცხი და წაბორძიკება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
18:32 15.10.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ნაციონალურმა მოძრაობამ“ ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მთავრობა შექმნა
ქვეყნის პირველი პირის თქმით, ის დარწმუნებულია, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ქვეყნის ისტორიის გადაწყვეტაში, მნიშვნელოვან როლს შეინარჩუნებს.
17:11 15.10.2012
სოზარ სუბარი: მამუკა ნიკოლაიშვილს ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს
"როცა მედიაში ნიკოლაიშვილის შესახებ გავრცელდა ინფორმაცია, ვერც კი გავიხსენე ვინ იყო, რამაზ ნიკოლაიშვილი მეგონა. მამუკა ნიკოლაიშვილის კანდიდატურას რეალობასთან და ჩვენს გუნდთან საერთო არაფერი აქვს", - განაცხადა სუბარმა.
14:58 15.10.2012
ოფიციალური მოსკოვი ივანიშვილისგან კონკრეტულ ნაბიჯებს ელოდება
ოფიციალური მოსკოვი საქართველოს ხელისუფლებას მისი კონკრეტული ნაბიჯებით, რუსეთისა და სამხრეთ კავკასიის მიმართ არსებული პოზიციებით შეაფასებს. ამის შესახებ რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვმა ჟურნალისტებს განუცხადა.
14:38 15.10.2012
ახალ პარლამენტში „ქართულ ოცნებას“ 85, „ნაციონალურ მოძრაობას“ კი 65 დეპუტატი ეყოლება
2012 წლის საპარლამენტო არჩევნებში მიღებული შედეგებით, ქვეყნის უმაღლეს საკანონმდებლო ორგანოში „ნაციონალურ მოძრაობას“ 65 დეპუტატი ეყოლება, ხოლო „ქართულ ოცნებას“ - 85.
14:05 15.10.2012
ევროკავშირმა საქართველოსთან თანამშრომლობის ახალი სქემა შეიმუშავა
„თითქმის ჩამოვაყალიბეთ თანამშრომლობის ახალი სქემა, რომელიც 2014–დან 2020 წლამდე გაგრძელდება, 6–7 წელი მნიშვნელოვანი იქნება საქართველოსთვის, რათა გადადგას ნაბიჯი ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, – განაცხადა ფილიპ დიმიტროვმა.
1 2 3 4 5 6 7 8 9 10 11 12 13 14 15 16 17 18 19 20
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შალვა ნათელაშვილი საარჩევნო კამპანიას განაგრძობს1
მიხეილ სააკაშვილი: ბოლო დღეები ნამდვილი გმირობის მაგალითია2
პლაჟზე ტურისტი გააუპატიურეს3
„ქართული ოცნება“ სტიქიის შედეგად დაღუპული ადამიანების გამო მწუხარებას გამოთქვამს4
ალექსანდრე გრიგოლიას ექსტრადირება ერთ თვეში მოხდება5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X