|
09:55 25.10.2012
|
დღეს, პარლამენტის სესიაზე მინისტრთა კაბინეტის საკითხის განხილვა იგეგმება. მთავრობის ახალ შემადგენლობას პარლამენტი კენჭს 12:00 საათზე, პლენარულ სხდომაზე უყრის. |
| |
16:36 24.10.2012
|
"ივანიშვილმა სააკაშვილი ომის გაჩაღებაში დაადანაშაულა”, "ბ. ივანიშვილი: 2008 წელს ომი საქართველომ დაიწყო”, "08.08.08. სააკაშვილმა დაიწყო”, "ივანიშვილი: ომი ოსეთში სააკაშვილმა დაიწყო”, "ივანიშვილმა განაცხადა, რომ სწორედ საქართველომ დაიწყო ომი 2008 წელს” ეს რუსული მედიის დღევანდელი თემებია. |
| |
15:31 24.10.2012
|
როგორც ჟურნალისტებს ბაქრაძემ განუცხადა, ამ მოსმენის მთავარი ამოცანა იყო საზოგადოებას მიეღო დეტალური ინფორმაცია, როგორ შესრულდება ის დაპირებები, რომლისთვისაც ხალხმა „ქართულ ოცნებას“ ხმა მისცა. |
| |
21:24 23.10.2012
|
შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატის ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, ის არ გამორიცხავს, რომ სამინისტროში რამდენიმე მაღალჩინოსანი თანამდებობაზე დარჩეს. |
| |
20:11 23.10.2012
|
ტელეკომპანია სი-ენ-ენის მიერ ჩატარებული ბლიც-გამოკითხვის შედეგებით, ფინალურ საპრეზიდენტო დებატებში გამარჯვებული ბარაკ ობამაა. ტელეკომპანიის მიერ გამოკითხულ რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ დებატებში ობამა უფრო დამაჯერებელი იყო, 40% კი ამ აზრს რომნის მიმართ გამოთქვამს. |
| |
15:37 23.10.2012
|
აპატურაიმ აღნიშნა, რომ ბედნიერია, რადგან დაინახა ახალი მთავრობის სურვილი, ითანამშრომლოს ნატოსთან და მისი დახმარება და თანადგომა მიიღოს. |
| |
13:52 23.10.2012
|
„თქვენი მზე ჩასვენებულია, არასერიოზული პოლიტიკოსი ხართ“,- მიმართა თაქთაქიშვილს წულუკიანმა. აღნიშნულ კომენტარს უმცირესობის წევრებმა უპასუხეს, რომ მათი მზე მალე კვლავ გაბრწყინდებოდა, რაზეც წულუკიანისგან პასუხად მიიღეს: „მაგაზე იოცნებეთ“. |
| |
12:35 23.10.2012
|
„ჩვენი ერთიანი მიზანია, რომ ეს მოლაპარაკებები, მომავალი წლის მეორე ნახევარში დასრულდეს, რის შემდეგაც საქართველოს უფრო დიდი პერსპქტივები მიეცემა“,- განაცხადა გორდაძემ. |
| |
12:32 23.10.2012
|
ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის უფროსის, გუნარ ვიგანდის განცხადებით, საქართველოში მთავრობის გადაბარება არ ნიშნავს, იმას, რომ ევროკავშირის პოლიტიკა შეიცვლება. |
| |
12:12 23.10.2012
|
როგორც დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თაქთაქიშვილმა განაცხადა, იმისათვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ საკონსტიტუციო უმრავლესობა მოიპოვოს, უმცირესობის წევრებზე არაკანონიერ და არადემოკრატიულ ქმედებებს ახორციელებს. |
| |
10:28 23.10.2012
|
მოლაპარაკებებს საქართველოს მხრიდან ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი თორნიკე გორდაძე დაესწრება. |
|
|
 |
გამოკითხვა |
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
|
|