შინაგან საქმეთა სამინისტრის მიერ
ჩატარებულ და მიმდინარე სპეცოპერაციის შესახებ რეჟისორმა რობერტ სტურუამ საკუთარ facebook-ზე განცახადება გამოაქვეყნა, რომელსაც „ინტერნეტ.ჯი“
უცვლელად გთავაზობთ:
"ასეც ვიცოდი, დაიწყეს ჩვენმა "მშვიდობის მაძიებლებმა" სამხედრო პროვოკაციები. ჩათვალეთ, რომ სამოქალაქო
ომი საქართველოში სააკაშვილმა მარიამობას დაიწყო. აი, ნამდვილი ქართველი მორწმუნე "ვაჟკაცი". ახლა ივანიშვილს პერსონა ნონ გრატა-დ
გამოაცხადებს
და სამშობლოდან გააძევებს. მერე ყველაზე აქტიურ ოპოზიციონერებს დაიჭერს, აწამებს, გააქრობს, ისედაც უკვე გაყალბებულ არჩევნებს უფრო გააყალბებს, დარჩება ბედკრულ საქართველოს მმართველად, ერთ-ორი უგემოვნო ქალაქით, შენობებით დაამშვენებს ჩვენ ქვეყანას და თავის რექტორ-დედიკოსთან და ბებია-ბიზნესმენთან ერთად თათქარიძეებივით
რუსულ თვითმფრინავებს ჭერზე ბუზებივით დაითვლის“-ნათქვამია განცახდებაში.
Internet.ge