საქართველოს პირველი ლედი დღეს, ქედაში
სამედიცინო ცენტრს ესტუმრა. სანდრა
რულოვსი კლინიკაში დასაქამებულ პერსონალს შეხვდა და მათ ჯანდაცვის მიმართულებით
მთავრობის მიერ განხორციელებულ და მიმდინარე პროექტებზე ესაუბრა.
პირველი ლედის თქმით, მედდებს ხელფასი 1-ელი სექტემბრიდან 20%-ით
გაეზრდებათ.
„ამ დაწესებულებაში, პენსიონერებისთვის, ინვალიდებისთვის, სოციალურად
დაუცეველბისთვის, 6 წლამდე ბავშვებისთვის კარი ღიაა და შეგიძლიათ მობძანდეთ, მე მიხარია,
რომ ამ კლინიკაში მაღალკვალიფიცირებული ექიმები მუშაობენ და მაღალი ხარისხის
დიაგნოსტიკური ცენტრია,“-განაცხადა სანდრა რულოვსმა.
Internet.ge