აფხაზმა მაშველებმა შეწყვიტეს რუსი ტურისტის დიმიტრი ეფიმოვის ცხედრის ძებნა.
27 წლის ეფიმოვი რიწის ტბაში 14 აგვისტოს დაიხრჩო. მას შემდეგ მაშველები ცხედრის პოვნას უშედეგოდ ცდილობდნენ.
საგანგებო სიტუაციების სამსახურის უფროსის ლევ კვიციანიას თქმით, სამძებრო სამუშაოები აღარ გაგრძელდება, რადგან აკვალანგისტები წყლის სირღმეში ვერ ჩადიან.
ტბის სიღრმე 131 მეტრია და 2 მეტრის იქით აღარაფერი ჩანს – განმარტა კვიცინიამ.
მისივე თქმით, რიწის რელიქტური პარკის ადმინისტრცია კრძალავს ტბაში ბანაობას, რამდენადაც წყლის ტემპერატურა 10 გრადუსს არ აჭარბებს, თუმცა ტურისტები ამ აკრძალვას არ ითვალისწინებენ.
internet.ge