შსს-ს თანამშრომლებმა ზურაბ ზურაბიშვილი ღია ცეცხლის ქვეშ ხელში აყვანილი გამოიყვანეს
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ღუდუშაურის
კლინიკაში, სპეცოპერაციის დროს დაჭრილი სპეცრაზმელი ზურაბ ზურაბიშვილი მოინახულა.
ზურაბიშვილის განცხადებით, ძალიან რთული ხეობა იყო, ვერანაირი
ტრანსპორტი ვერ მივიდოდა ადგილზე და სწორედ ამიტომ, მის თანამებრძოლებს
დიდ მანძილზე მისი ხელით ტარება მოუხდათ. ზურაბ ზურაბიშვილმა ამისათვის ყველას
მადლობა გადაუხადა.
სააკაშვილის თქმით კი, ეს იყო რამდენიმე საათიანი ოპერაცია, როდესაც დაჭრილი
ზურაბ ზურაბიშვილი თანამშრომლებს ხელით მოჰყავდათ ღია ცეცხლის ქვეშ.
„„ექიმი ლადო ხვედელიძე ამ ამბავს შეეწირა. ის მიდიოდა ხეობაში პაციენტის გადასარჩენად. პაციენტი გადარჩა, მაგრამ თავად დაიღუპა. ის იყო ექიმი, რომელიც პაციენტის მაგივრად დაიღუპა. ზურას გადარჩენა სიცოცხლის და დაჭრილების ფასად დაგვიჯდა“,- განაცხადა სააკაშვილმა. მათ ზურა
გადარჩინეს და კარგად იქნება“,- განაცხადა სააკაშვილმა.
შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელი, 36 წლის ზურაბ ზურაბიშვილი
2008 წლის აგვისტოს ომშიც მონაწილეობდა და მას ორჯერ აქვს მიღებული საქართველოს
სახელმწიფო ჯილდო, მედალი "მხედრული მამაცობისათვის“.
internet.ge