საქართველოს მილიონზე მეტი მოქალაქე
დაზღვეულია. ამის შესახებ საქართველოს ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ
ჭიაბერაშვილმა, სადაზღვეოების წარმომადგენლებთან,
მედპერსონალსა და პენსიონერებთან შეხვედრაზე განაცხადა.
„დაზღვევა საუკეთესო გამოსავალია. ვისაც რამე წამოსტკივდება შეუძლია
თამამად მიმართოს ექიმს და შიში არ ჰქონდეს, რომ მომდევნო დღეს სახლისა და პურის
გარეშე დარჩება. რაც შეეხება ამ ეტაპზე დაზღვეულებს, ესენი არაიან ჯარისკაცები,
პენსიონერები, მასწავლებლები ბავშვები და სოციალურად დაუცველები“,- განაცხადა
მინისტრმა.
მისი თქმით სოციალურად დაუცველ მოსახლეობას, რომლებიც დაზღვევის
პაკეტით უკვე სარგებლობს, ახალი პაკეტი არსებულ დაზღვევაში ჩაერიცხებათ.
ჭიაბერაშვილის განცხადებით, მძიმე პაციენტებს, როლებიც კომატოზურ
მდგომარეობაში აღმოჩდებიან, სახელმწიფო ყველა ხარჯს დაუფარავს.
internet.ge