"ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთი
ლიდერის კოკი იონათამიშვილის განცხადებით, თბილისის ბიუჯეტში ცვლილების შეტანა სხვადასხვა აუცილებლობით იყო გამოწვეული, ხოლო სოციალურ პროგრამების დაფინანსება არ შემცირებულა.
ამის შესახებ განცხადება, იონათამიშვილმა
დღეს, ზაზა
გაბუნიას განცხადების საპასუხოდ გააკეთა.
მისი
თქმით, თბილისის ბიუჯეტი თბილისელების პრობლემების, კერძოდ სოციალური თუ სხვა აუცილებელი საკითხების მოგვარებას ხმარდება.
„ცენტრალური
ბიუჯეტიდან
2 მილიონზე
მეტი ადამიანი მიიღებს დაზღვევას.
ბუნებრივია,
ადამიანები,
რომელთა დაზღვევაც დედაქალაქის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა და რომელთა დაზღვევა საკუთარ თავზე ამჟამად ფედარალურმა ბიუჯეტმა აიღო, ადგილობრივი ბიუჯეტიდან ვეღარ დაფინანსდებიან.
ასევე დედაქალაქში ხშირად ტარდება გამჭვირვალე ტენდერები, ხდება თანხების დაზოგვაც. გამომდინარე ზემოთთქმულიდან, თბილისის ბიუჯეტში გარკვეული კორექტივების შეტანა
აუცილებელი
გახდა. თუმცა, მინდა აღვნიშნო, რომ სოციალურ პროგრამებს დაფინანსება არათუ მოაკლდა, არამედ გაეზარდა კიდეც. დაფინანსება არც ინფრასტრუქტურულ
პროექტებს
მოკლებიათ.
მოგეხსენებათ,
რომ 2015 წელს დედაქალაქი ახალგაზრდულ ოლიმპიადას უმასპინძლებს და ასეთი მნიშვნელოვანი ღონისძიების მაღალ დონეზე ჩასატარებლად გარკვეული სამუშაოებია განსახორცილებელი”,- განაცხადა კოკი იონათამიშვილმა.
თბილისის
საკრებულოს
"ქრისტიან–დემოკრატი"
წევრის ზაზა გაბუნიას განცხადებით, ხელისუფლებამ თბილისის ბიუჯეტში არსებული ფულადი რესურსი საკუთარ საარჩევნო ამოცანებს მოარგო.
Internet.ge