რუსი ჟურნალისტი იულია ლატინინა რუსეთის რეაქციას ლოპოტას ხეობაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით "პარადოქსულს" უწოდებს.
კითხვის ნიშნებს, მისი თქმით, აჩენს ის, რომ მაშინ, როცა დაღესტნიდან დაადასტურეს, რომ საქართველოს ტერიტორიაზე ცუნტინის დაჯგუფება გადავიდა, "ფსბ"-მ ეს ჯერ უარყო, შემდეგ კი საერთოდ დადუმდა.
ჟურნალისტი ამბობს, რომ საქმის გარკვევა მარტივია და მახაჩკალიდან საქართველოში ჩასულ რუსეთის "ფსბ~"-ს ნებისმიერ ვიცე-პოლკოვნიკს შეუძლია ამოიცნოს ბოევიკთა ცხედრები, "თუმცა რუსეთი არც არაფერს ამბობს და საამისოდ
არც არაფერს აკეთებს," - წერს ლატინინა.
Internet.ge