ლაფანყურის ტერიტირიული ორგანოს რწმუნებულის, ბორის
ფარკინაშვილის ინფორმაციით, სოფელში სიმშვიდეა და სამხედრო ავტომანქანების
გადაადგილება არ შეინიშნება.
მისივე თქმით,
მოსახლეობაში პანიკა არ არსებობს.
„რეგიონდან გასული მოსახლეობა რომლებმაც მხარე დიდი
ხნის წინ დატოვა, სოლიდარობის ნიშნად სოფელში ჩამოვიდა. აქ სიმშვიდეა“,- აღნიშნა
რწმუნებულმა.
ბოლო ინფორმაციით, სოფელი ჩვეულ ცხოვრებას
უბრუნდება.
შსს-ს ინფორმაციით, მიმდინარე სპეცოპერაციის
ძირითადი ფაზა დასრულებულია. სავარაუდოდ, რამდენიმე დაჭრილი დივერსანტი ხეობის
სხვადასხვა ნაწილში შესაძლოა კიდევ იმყოფებოდეს, ამიტომ ძებნის ღონისძიება
გრძელდება.
ასევე, სპეცოპერაციის ამსახველი ვიდეომასალა
გავრცელდა. მძევლობიდან გათავისუფლებული მესაზღვრე და სამართალდამცავი სტრუქტურის
თანამშრომელი მოვლენათა განვითარების ქრონოლოგიას ყვებიან - თუ როგორ მოხდა
დივერსანტების მხრიდან მძევლების აყვანა და როგორ მიმდინარეობდა საზღვრის
დაღესტნის მონაკვეთზე მძევალთა გათავისუფლების ოპერაცია.
ამასთან, იდეომასალაში, ნაჩვენებია ლიკვიდირებული
11 დივერსანტი და დაჯგუფების შეიარაღება, რომლითაც, შს სამინისტროს ინფორმაციით,
მათ მძევლები აიყვანეს.
შეგახსენებთ, რომ შეიარაღებული დაჯგუფების მიმართ
დევნის ოპერაციის განხორციელების დროს დაიღუპა სპეცდანიშნულების რაზმის 3
თანამშრომელი და დაიჭრა 5.
Internet.ge