საქართველოს პირველი ლედი სახელმწიფო დაზღვევის პროექტის მიმდინარეობას საგაეჯოში გაეცნო
საქართველოს პირველი ლედი დღეს საგარეჯოს სამედიცინო ცენტრს ესტუმრა და დაზღვეულთათვის სამედიცინო სერვისების მიწოდების პროცესს გაეცნო.
სანდრა ელისაბედ რულოვსმა სახელმწიფო დაზღვევის პროექტის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია დაზღვეულებისგან პირადად მიიღო.
პირველი ლედი საგარეჯოს კლინიკაში დასაქმებულ სამედიცინო პერსონალსაც შეხვდა და ექთნების ხელფასების ზრდასთან დაკავშირებულ საკითხებზე გაესაუბრა.
სახელმწიფო დაზღვევის პროგრამა 1 სექტემბრიდან ამოქმედდა, რის შემდეგაც ჯანმრთელობის დაზღვევით მოსარგებლეთა რაოდენობამ, მთელი ქვეყნის მასშტაბით, უკვე 2 მილიონ 4 ათასს მიაღწია.
internet.ge