GE / EN
საინფორმაციო პორტალი
საზოგადოება
სიახლე|პოლიტიკა|საზოგადოება|ხელოვნება|ეკონომიკა|კრიმინალი|სამხედრო|სპორტი|მეცნიერება|ინტერვიუ
ზურაბ ჭიაბერაშვილი: სადაზღვეო პოლისით დღეს 15 000-მა დაზღვეულმა ისარგებლა
18:29 03.09.2012
დღის სიახლეები

ჯანდაცვის მინისტრის განცხადებით, დღეს 15 000 დაზღვეულმა ისარგებლა. ზურაბ ჭიაბერაშვილის ინფორმაციით, ხვადასხვა კლინიკებში 1 500 დარღვევა დაფისირდა.

„ადამიანებს თან არ ჰქონდათ სადაზღვეო პაკეტი, ამიტომ რამდენიმე მათგანს საავადმყოფოშივე, პირადობის მოწმობის წარდგენის საფუძველზე დაზღვევა აღუდგა. იყო ჩაწერის გარეშე მოსული პაციენტების დიდი რიცხვიც. მინდა მივმართო ასეთ ადამიანებს, სანამ გამოვლენ სახლიდან, ვიზიტის დრო და ადგილი ოპერატორებთან შეათანხმონ“,- განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

რაც შეეხება ცხელ ხაზს, მინისტრის განცხადებით, სადაზღვეოებმა და სამინისტრომ დამატებითი რესურსი გამოიყენეს, რადგან ცხელ ხაზს 4 000 -მდე ადამიანმა მიმართა.

„თუ გასული ორი დღის მანძილზე ცხელ ხაზზე 2 000- მა ადამიანმა დარეკა, დღეს 4 000-სს გადავაჭარბეთ. დავამატეთ ოპერატორები. ხვალიდან მათი რიცხვი კიდევ გაიზრდება“,- განმარტა ჭიაბერაშვილმა.

მინისტრის განცხადებით, სადაზღვეო პოლისების დარიგებისას პრობლემას ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართები ქმნის.

„როგორც წესი, სადაზღვეო პოლისი მოქალაქეებს იმ მისამართზე მისდით, სადაც რეგისტრირებულნი არიან, ამიტომ შეიქმნა პრობლემა. ქალბატონმა, რომელმაც გუშინ იმშობიარა, პოლისი ვერ მიიღო. ის ზუგდიდში იყო მიწერილი და შესაბამისად „არქიმედე გლობალ ჯორჯიას“ დაზღვევით არ სარგებლობდა“,- განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა. მისი თქმით, აღნიშნული პრობლემა საავადმყოფოშივე მოგვარდა.

ამასთან, ზურაბ ჭიაბერაშვილმა იმ დაავადებათა ჩამონათვალზე ისაუბრა, რომელსაც სახელმწიფო დაზღვევა უფასოდ, ან ნაწილობრივ ფარავს.

„ბაზისური კვლევები უფასოა. თუ ადრე რეანიმაციის მხოლოდ პირველ 6 დღე იყო უფასო, ეს დაზღვევა აბსოლიტურად უფასო და ულიმიტო ხდება. მას ფარავს სადაზღვეო კომპანია. რაც შეეხება ონკოლოგიურ დაავადებებს, სადაზღვეო კომპანია ონკოლოგიური ოპერაციებისთვის პაციენტს 15 000 ლარს გამოუყოფს. ამდენივე ლარი გამოიყოფა ოპერაციის შემდგომი მკურნალობისთვის“,- განმარტა ჯანდაცვის მინისტრმა.

Internet.ge

აღდგომის დღეებში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრში 6290 გამოძახება დაფიქსირდა
ცოლის მკვლელობისთვის ბრალდებულს 11 წელი მიესაჯა
სამეგრელოში ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების ფაქტი გამოვლინდა
"თურქეთში ჩატარებული რეფერენდუმის შედეგები დიქტატორად არ გადამაქცევს"
სპორტის სასახლეში „ნაციონალური მოძრაობის“ ყრილობა მიმდინარეობს
„Presa.ge საზოგადოებას და gwp-სბოდიშს უხდის“
პარიზში, ლეონარდო და ვინჩის დაკარგული ნახატი აღმოაჩინეს
ქუმსიშვილი: ნულიდან მიღწეულ ხელშეკრულებას შეხედეთ და არა იქიდან, საიდანაც ვიყავით
კრიმინალური ქრონიკა
სამეთაურო-საშტაბო სკოლის კურსდამთავრებულთა დაჯილდოება გაიმართა
დუდუ დადიანის ხსოვნის ტურნირი „არმიამ“ მოიგო
შოკისმომგვრელი დასკვნა - ბავშვის ტვინის ზომა მშობლების სიყვარულზეა დამოკიდებული
დღის თემა
რაში დაადანაშაულეს მეუფე პეტრე სინოდის სხდომაზე
"მე ვფიქრობ რომ ეს სხდომა იყო მიკერძოვებული, რადგან ჩემი აქტიურობის გარდა, იქ ბევრად მნიშვნელოვანი საკითხები იყო განსახილველი“,- განაცხადა მეუფე პერტემ.
გამოკითხვა
რომელ წყაროს იყენებთ ინფორმაციის მისაღებად?
  
პოპულარული სიახლეები
წაიკითხა გაიზიარა კითხულობენ
შავდათუაშვილმა პირველი მიწინააღმდეგე იპონით დაამარცხა1
შტეფან ფულე მიხეილ სააკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს თანამშრომლობისკენ მოუწოდებს2
ვანო მერაბიშვილი: ბიუჯეტის შესახებ საზოგადოებაში არასწორი ინფორმაცია მუსირებს3
სომეხი სნაიპერის მიერ დაჭრილი აზერბაიჯანელი სამხედრო დაიღუპა4
აშშ: ტერაქტები რუსეთში ჩრდილოეთ კავკასიაში არსებული არასტაბილურობის ბრალია5
ახალი ამბებიპოლიტიკასაზოგადოებახელოვნებაეკონომიკაკრიმინალისამხედროსპორტიმეცნიერებაინტერვიურეგიონიფოტორეპორტაჟი
 
თბილისი 0159, ახმეტელის ქ. №10ა. ტელ.: (995 32) 2 200 111, 577 208 612, 577 208 452. ელ-ფოსტა: [email protected]
 
Your Like on Facebook X